24 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
ცაგერში ღვინის ფესტივალი ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა ცაგერში - ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეორედ ჩატარდა.

წელს, ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და იმპორტიორებს, ასევე, ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღვინის მასტერკლასები და სხვადასხვა სახის აქტივობები. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდა.

რაჭა-ლეჩხუმის პირველ ფესტივალს, გასულ წელს ამბროლაურმა უმასპინძლა.

დღის ამბები