18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
რუსული საოკუპაციო ძალები ოდესას რაკეტებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

ომის 515 დღეს, უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება - ღამით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოკუპანტებმა ოლქის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გაისროლეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმის შედეგად, ნაწილობრივ დანგრეულია ფერისცვალების ეკლესია. დაზიანებულია სახლები. დაღუპულია ერთი ადგილობრივი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც, რომელთა შორის 4 ბავშვია.

"რაკეტა საკურთხევლის მარჯვენა მხარეს მოხვდა, ნამსხვრევი კი ტაძრის იმ მხარეს დაეცა, სადაც ხატებს, წიგნებს და სანთლებს ვყიდით. ცეცხლი სწორედ ამ ადგილზე გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს," - ამბობს საკათედრო ტაძრის არქიდიაკონი ანდრი პალჩუკი.

59-ჯერ დაიბომბა ხერსონის ოლქი. დაიღუპა ერთი ადგილობრივი. არტილერიით დაარტყეს მარგანეცის დასახლებას და ქალაქ ნიკოპოლს, დაზიანებულია კერძო სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზი. ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 6 დაშავდა თავდასხმის შედეგად სუმის ოლქშიც.

დღის ამბები