07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
პოლონეთში 2 ადამიანის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

16 ივლისს პოლონეთში პოლიციამ 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელმაც 2 პოლონელი დანით დაჭრა. პოლონეთის სასამართლომ მას 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

"ემიგრანტების თავდასხმა კვირას, 16 ივლისს მოხდა. ამ დროს, 21:00 საათზე, ჟირარდოვში პოვიატის პოლიციის შტაბის მორიგემ მიიღო შეტყობინება ორი დაჭრილი მამაკაცის შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ მოგზაურთა მომსახურების ზონის სოფელ კრზე დუჟეში (MOP). შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა პოლიცია. როგორც გაირკვა, ორი მამაკაცი დაჭრეს, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ და სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - წერია პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციელების სწრაფი რეაგირებისა და უწყვეტი ჩხრეკის წყალობით, მათ დააკავეს ეჭვმიტანილი, 25 წლის მამაკაცი, რომელმაც დანით დაჭრა პოლონელი, შემდეგ კი კიდევ ერთი მისი თანამემამულე, რომელსაც მეგობრის დახმარება სურდა.

ქართველს ჟირარდოვის რაიონულმა სასამართლომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე 3 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით წაუყენეს. მას თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლის ვადით ემუქრება.

პოლონური მედია შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთში ემიგრანტების მხრიდან გახშირებული დანაშაულების შემთხვევების შესახებ და წერენ: „რაც უფრო მეტი იმიგრანტი იქნება პოლონეთში, მით მეტი იქნება ასეთი თავდასხმები. აღმოსავლელი ხალხები, რომლებიც ცივილიზაციის უფრო დაბალ დონეზე არიან, ვიდრე პოლონელები, ამ ტიპის აგრესიას გამოხატავენ, განსაკუთრებით პრიმიტიული იარაღის გამოყენებით, როგორიცაა დანები, ან მაჩეტები. სამწუხაროდ, ვარშავის ხელისუფლება დაუფიქრებლად იმეორებს დასავლეთ ევროპის უკვე დაშვებულ შეცდომებს. ამავდროულად, გვიხარია, რომ პოლიციამ ამჯერად მოძალადის ეროვნება არ დამალა“, - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები