26 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალზე შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს.
 
შოთა ბაჩოშვილი ასპარეზობას მეოთხედ ფინალიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა რუმინელი მოწინააღმდეგე, ასევე გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, გადამწყვეტ
შეხვედრაში კი ბელგიის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა.
 
საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი შესძინა მერაბ სამადაშვილმა, მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდოველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე იპონით გამარჯვება იზეიმა იტალიელ ემილიანო ლატანზისთან.
დღის ამბები