18 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო - ექსპრეზიდენტს არ სურს სხდომები მის გარეშე ჩატარდეს

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო - მიზეზი თავად ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომაზე ოქმის სახით წარადგინეს. მიხეილ სააკაშვილს არ სურს მის გარეშე ჩატარდეს სხდომები.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესში დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს. ამ ოქმის პარალელურად, ადვოკატებმა სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობების განხილვა მოითხოვეს და თქვეს, რომ საკითხი შეთანხმებული იყო ექს პრეზიდენტთან, თუმცა მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესი 20 სექტემბერს გაგრძელდება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც - მათ შორის ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.

"წარმოდგენილია ოქმი, 26 ივლისით დათარიღებული. მსჯავრდადებულისთვის შეთავაზებული იქნა პროცესზე დისტანციურად დასწრება, რაზეც მან უარი განაცხადა. მისი განმარტებით, მან უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, უარი განაცხადა პროცესი მის დასწრების გარეშე ჩატარებულიყო ", - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

დღის ამბები