19 მაისი 2024,   00:30
ვრცლად
ტერორისტული დანაშაულის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ტერორისტული დანაშაულის საქმეზე დაკავებულ პირებს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატებმა სუს-ის წინასწარი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვეს.

ერთ-ერთი დაკავებული მურად თავართქილაძეა, რომელიც გუშინ სიღნაღში, სოფელ ერისიმედში საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მეორე ბრალდებული კი ედგარ აბასოვია, ის ქვემო ქართლის რეგიონში დააკავეს.

სპეცოპერაცია უსაფრთხოების სამსახურმა ორ რეგიონში, ოთხ ადგილას ერთდროულად ჩაატარა.

დილით გახდა ცნობილი, რომ გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის და მისი შექმნა ან ხელმძღვანელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები