საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამფითეატრი და სკვერი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელი მიენიჭა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებს. განახლებული სივრცის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.