19 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ბაკურიანი "მუსიკალური საღამოსთვის" ემზადება

ბაკურიანი "მუსიკალური საღამოსთვის" ემზადება. ღონისძიება ამირანის პარკში 19:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები დახვდებათ.

"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები