25 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი

ქობულეთში, სოფელ კოხში, დღეს დილით ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიას 26 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 279-ე მუხლით მიმდინარეობს, ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები  დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კი მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

დღის ამბები