საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სოფელ ძველი ოზაანის საჯარო სკოლას აშენებს. 120 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
გაიხსნება საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.
სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.