15 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
მთის ნაშალი მასა 4-5 მეტრის სიღრმის არის, რაც ყველაზე მეტად უშლის სამუშაო პროცესს ხელს - ზურაბ აზარაშვილი

"ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას ყველა შანსი, რათა დაკარგული ადამიანები ცოცხლები იპოვონ" - ამის შესახებ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში არსებული ვითარების შესახებ საუბერისას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გაანცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა ნაშალი მიწის სიღრმე 4-5 მეტრს აღწევს, რაც სამუშაოების წარმოებას ძალიან აფერხებს.

"ვიმყოფებოდი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ჩართულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა. კოორდინირებულად მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. ყველა მცდელობაა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ადამიანები ცოცხლად ვნახოთ.

მთის ძალიან დიდი მასაა წამოსული, ათასობით კუბური მეტრი მიწაა და რაც ყველაზე მეტად უშლის სამუშაო პროცესს ხელს, ეს მასა 4-5 მეტრის სიღრმის არის. ყველანაირი კოორდინაციაა, სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც მდინარეში, ასევე მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე უშუალოდ ეპიცენტრის ტერიტორიაზე", - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები