"ძალები საკმარისი იყო კოდორის შესანარჩუნებლად, მაგრამ მომზადება ვერ მოესწრო", - აცხადებს ვიცე პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
ქურასბედიანი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საბრძოლო დავალებით კოდორის ხეობაში იმყოფებოდა, ამჟამად ის უკრაინაში "საერთაშორისო ლეგიონში“ შემავალ ქართულ ასეულს მეთაურობს.
მისი განცხადებით, მისი ერთი ქვედანაყოფი კოდორის ხეობაში გამოსვლამდე იყო, მისივე თქმით, გზა ხაიშსა და ზუგდიდს შორის, ერთადერთი გზა იყო და ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მართვა-კონტროლი ბოლო დღეებში მოშლილი იყო.
"თავისუფლად შევძლებდით გამკლავებას მოწინააღმდეგეს არანაირი საშუალება არ ჰქონდა კოდორის და სვანეთის აღების", - აცხადებს ქურასბედიანი.