19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
15 წელი შინდისის ბრძოლიდან - ქვეყანა შინდისის გმირებს იხსენებს

15 წელი შინდისის ბრძოლიდან - ქვეყანა შინდისის გმირებს იხსენებს, სენაკის მეორე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ და ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენეს.

სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და შინდისის რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ.

20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს, დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. 17 ჯარისკაცი მტერს ცოცხლად არ ჩაბარდა და ადგილზე დაიღუპა. 3 დაჭრილი კი მოგვიანებით ბრძოლის ველიდან გაიყვანეს.

დღის ამბები