07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
პრაღაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში 646 კილოგრამი კოკაინი იპოვეს

პრაღაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში 646 კილოგრამი კოკაინი იპოვეს. ნარკოტიკული საშუალება ბანანის კონტეინერებში იყო ჩადებული.

მაღაზიის თანამშრომლებმა კოკაინი კონტეინერების გადმოტვირთვის დროს აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს.

კოკაინი, სავარაუდოდ, ჩეხეთში ეკვადორიდან ამსტერდამის გავლით ჩავიდა. ნარკოტიკის ღირებულება 83 მილიონი ევროა.

დღის ამბები