07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გაკეთდა დღეს, რომ ყველა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ პირველი თვითმფრინავები რაც შეიძლება მალე - ზელენსკი

უკრაინაში ომის 544 დღე - ქვეყნის მასშტაბით კვლავ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 78 იერიში მიიტანეს ხერსონზე. დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.

თავდასხმა მოხდა მიკოლაივზეც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა დონეცკი, სადაც 7 ადამიანი დაშავდა.

პარალელურად მოსკოვს დრონები უფრო და უფრო ხშირად სტუმრობს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მეომრები მოუთმენლად ელიან F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემას.

"უკრაინელი მეომრები მოტივირებული არიან გამარჯვებისთვის და მოუთმენლად ელიან ჩვენი ცის დაცვას F-16-ებით. ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გაკეთდა დღეს, რომ ყველა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ პირველი თვითმფრინავები რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვიმუშავებთ სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი გავხადოთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის თქმით, ქვეყანა უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.

"დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ უკრაინას გადავცემთ ცხრამეტ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს. ნიდერლანდებთან ერთად, ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც მტკიცე და კონკრეტული ვალდებულება აიღო დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის ჩუქების შესახებ. ეს არის გადაწყვეტილება უკრაინის დაცვისთვის. მალე დაიწყება სწავლება და იმედია ახალი წლისთვის თვითმფრინავების პირველი ჯგუფი დანიიდან გაემგზავრება უკრაინაში," - აცხადებს მეტე ფრედერიკსენი.

დღის ამბები