19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გამოჩენილი მხატვრის თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილი მხატვრის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მხატვრის - თეიმურაზ გოცაძის გარდაცვალების გამო.

განუმეორებელი ხელწერით შექმნილმა შემოქმედებამ ბატონ თეიმურაზს გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული მხატვრობის ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარებისა და ხელოვანთა ახალი თაობების აღზრდის საქმეში.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თეიმურაზის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები