07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის, საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას F-16-ზე ჩვენი მფრინავების მომზადებაში - ზელენსკი

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგსა და ზაპოროჟიეზე. სარაკეტო დარტყმის შედეგად, კრივოი როგში დაიჭრა 1 ადამიანი. დაზიანდა ათობით სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები. ზაპოროჟიეში დაბომბვას კი ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თავდასხმა მოხდა დონეცკის ოლქშიც, სადაც იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ორჯერ დაიბომბა მიკოლევი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში, საჭიროა შავი ზღვის რეგიონისთვის ცის ფარის გაძლიერება, განსაკუთრებით კი ქალაქ ოდესისთვის.

"დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის. საბერძნეთი მიიღებს მონაწილეობას F-16-ზე ჩვენი მფრინავების მომზადებაში. მადლობა ამისთვის. უკრაინამ შექმნა ალტერნატიული "მარცვლეულის დერეფანი" შავ ზღვაში და მას შეუძლია იმუშაოს. მაგრამ იმისათვის, რომ მისი ფუნქციონირება სტაბილური იყოს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ცის ფარი შავი ზღვის რეგიონისთვის, განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის ოდესისთვის. ეს შეიძლება იყოს საბერძნეთის ისტორიული წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში, თუ თქვენ დაგვეხმარებით შავი ზღვის ტერიტორიის დაცვაში. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მე შევთავაზე ვარიანტები, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს," - აცხადებს ზელენსკი.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი უკრაინის მიერ მხარდაჭერას გამოთქვამს.

"ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსის ძლიერი და ეფექტური, პოლიტიკური და მატერიალურ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც მიზნად ისახავს - უკრაინამ ეფექტურად დაიცვას თავისი ტერიტორია ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. გარდა ამისა, საბერძნეთი უკრაინის გვერდით დგას უკრაინის ტექნიკური, თავდაცვითი და ჰუმანიტარული კუთხით მხარდაჭერაშიც," - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.

დღის ამბები