19 სექტემბერი 2024,   19:12
ვრცლად
შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - სტიქიის ზონაში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 28-ის ვინაობა დნმ კვლევით დადასტურებულია

შოვში, სტიქიიდან 23-ე დღეს სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება - ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი, აქედან 28-ის ვინაობა დნმ კვლევით დადასტურებულია. სამძებრო სამუშაოები ორ პირთან დაკავშირებით ისევ მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენაც. აღდგენილია სოფლების დამაკავშირებელი ხიდი, პრევენციის მიზნით მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტებს მოსწორება, ამასთან აღდგა წყლისა და დენის მიწოდება სოფელ გლოლის მოსახლებისთვის.

"სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, ასევე გუმათ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღდგენილ იქნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ორი ხიდი, ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე - მდინარე რიონის გადასასვლელთან.

ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა ამის გარდა, პრევენციის მიზნით თვითონ გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში მდინარეების კალაპოტების წმენდა," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.

დღის ამბები