15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
რუსთავის მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება - რას პასუხობენ მერის ბრალდებებს ოპოზიციაში

რუსთავის მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. ნინო ლაცბიძის თქმით, საკრებულოს ოპოზიციური კოალიცია, რუსთავის განვითარების შეფერხებას განაგრძოობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხრბთან ერთად, ქალაქში ასი ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას აჩერებს. მერს უკვე უპასუხეს ბრალდების ადრესატებმა.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ვადების მიხედვით მაისის თვეშ შემოტანილი პროექტების განხილვა ხერხდება. 

"მაისის თვეში არის შემოტანილი პროექტები და ვადებში ამის განხილვა ჩვეულებრივად ხერხდება, ვიხილავთ კიდეც ამ საკითხებს. არის შეკითხვები მერიასთან, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რათა საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება მივიღოთ. ბოლო 10 წელიწადში რუსთავში გაცემულია ნებართვები მილიონ ხუთასი ათას კვადრატ მშენებლობაზე აქედან რამდენი შეიძლება იყო აშენებული ქალაქში?! არის ოთხას ორმოცდაათი ათასი კვადრატული აშენებული, მილიონი კვადრატული მეტრი ნებართვაა გაცემული - არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია რატომ ვერ შენდება, რა არის ამის მიზეზი, ან გადავადებები როგორ ხდება ამ საკითხების, დაჯარიმებები ხდება თუ არა ამ საკითხებთან დაკავშირებით ", - განაცხადა ალეკო ბერიძემ.

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების„ წევრის განცხადებით, ის რომ თვეების განმავლობაში არ იხილავენ პროექტებს ეს უკვე არის დარღვევა და ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდება.

"ის რომ თვეები არ იხილავენ ეს უკვე არის დარღვევა და ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდება. როცა ამბობ, რომ ქალაქისთვის კარგი გინდა. ქალაქისთვის თუ კარგი გინდა უნდა დააჩქარო და პირიქით მალე გამოიტანო იმიტომ, რომ პირდაპირ შემოსულ თანხასაც ვკარგავთ, ვკარგავთ საინვესტიციო თანხასაც, და ხელს ვუშლით მუშახელის დასაქმებას იმიტომ,რომ ამ პროექტებზე ასეულობით ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა გიგა ვეფხვაძემ.

დღის ამბები