15 ნოემბერი 2024,   16:04
ვრცლად
პირდაპირ უპირისპირდებიან ნებისმიერ განვითარებას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათთვის მშენებლობა, შენება საკუთარი პოზიციების შესუსტებას ნიშნავს - ირაკლი კობახიძე რუსთვის საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უპირისპირდებიან ნებისმიერ მშენებლობას და ინვესტიციას, რადგან ფიქრობენ, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა, მათ პოზიციას შეასუსტებს.

მისი განმარტებით, რუსთავის საკრებულოში განვითარებული საბოტაჟი, სწორედ ამ გათვლებიდან გამომდინარეობს, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ და ყველა პროექტი განხორციელდება.

"პირდაპირ უპირისპირდებიან ნებისმიერ განვითარებას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათთვის მშენებლობა, შენება საკუთარი პოზიციების შესუსტებას ნიშნავს, საუბარია მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის შემოსვლაზე საქართველოში, ადამიანების დასაქმებაზე. საბოლოო ჯამში, მათ ააქვთ მარტივი გათვლა - თუ მეტი ადამიანი დასაქმდება, თუ მეტი ფული შემოვა ქართულ ეკონომიკაში, უფრო მეტად შესუსტდება მათი პოზიციები, გაძლიერდება ხელისუფლება და აქედან გამომდინარეობს ის საბოტაჟი, რომელიც წარმოებს რუსთავის საკრებულოში. საბოლოო ჯამში, ისინი შედგეს ვერ მიაღწევენ, ყველა პროექტი სათანადოდ განხორციელდება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება თბილისს, რუსთავს და ჩვენს თითოეულ ქალაქს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები