20 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
თბილისში სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს - ოფისში დასაქმებული იყო 20-მდე თანამშრომელი

თბილისში, სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოფისში დასაქმებული იყო 20-მდე თანამშრომელი, რომლებიც საეჭვო საქმიანობას ეწეოდნენ.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ თაღლითური "ქოლ-ცენტრების" გამოვლენის მიზნით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას,"- ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები