06 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს და მიმდებარე ოლქებში ორი დრონი ჩამოაგდეს - აეროპორტში ათეულობით რეისი ისევ გაუქმდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მოსკოვზე ორი თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს და მიმდებარე ოლქებში ორი დრონი ჩამოაგდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ იერიშებს უკავშირდება რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში შეფერხებებიც. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით მოსკოვში 40-მდე რეისი გადაიდო, ნაწილი გაუქმდა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმღვანელი ადასტურებს, რომ ისინი წელს "ზაპადის" სახელით ცნობილ სამხედრო წვრთნებს არ გამართავენ.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ კი კატეგორიულად უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის მიერ წინა ღამით უკრაინის პორტზე თავდასხმისას გაშვებული დრონებიდან სულ მცირე ერთმა დეტონაცია რუმინეთის ტერიტორიაზე განიცადა.

ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის დრონების ჩავარდნის შესახებ განცხადებები კიევმა გუშინ გააკეთა.

დღის ამბები