06 ოქტომბერი 2024,   23:14
ვრცლად
ბალდაში, კანიონის იჯარის წესით გადაცემის გამო, ადგილობრივების ნაწილი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

ბალდაში, კანიონის იჯარის წესით გადაცემის გამო, ადგილობრივების ნაწილი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ისინი კანიონზე კომპანია "კანიონ 350-ის" მუშაობის შეჩერებას ითხოვენ.

ამ მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან რამდენიმე შეხვედრაც შედგა. არსებობს პეტიციაც, რომელსაც ხელს 350-მდე ადგილობრივი მოსახლე აწერს. ბალდელები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტი მხოლოდ მათთან განხილვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

თავის მხრივ, დაცული ტერიტორიების სააგენტო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს კანიონზე მხოლოდ გასართობი სივრცე ეწყობა. უწყებაში განმარტავენ, რომ კომპანიას ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კანონის სრული დაცვით გადაეცა.

დღის ამბები