საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს საქართველოს გუნდს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს. საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას დაუპირისპირდება.