მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 89 წლის კოლა გაბიტაშვილი 35 წლის ბექა ჯანიაშვილის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთში, სოფელ ვეჟინში მოხდა. დაკავებულმა მეზობელს სანადირო თოფიდან ოჯახის წევრების თვალწინ ესროლა. სოფელმა მკვლელობაში ეჭვმიტანილის კუთვნილი ფერმა გადაწვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახმა სოფელი უკვე დატოვა.