20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ქობულეთის "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" დაილუქა - ცენტრის თანამშრომელი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

გურიის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველები 40 დღის განმავლობაში ატარებდნენ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს და ფარულ აუდიო ვიდეო ჩაწერას.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ ერთი მოქალაქე ქობულეთში შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდა. პოლიციამ, ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ცენტრი დალუქა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები