07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თბილისის მერმა "მზიურის" პარკში, რეკრეაციულ სივრცეში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა "მზიურის" პარკში, რეკრეაციულ სივრცეში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. 2.5 ჰექტარ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპინკინე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და საწრყავი სისტემები მოეწყო.

მიმდინარეობს გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები. სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.

"ერთობლიობაში ძალიან მაგარი დასასვენებელი პარკი გამოდის, როდესაც აღნიშნული სამუშაოები იქნება დასრულებული," - აცხადებს კახა კალაძე.

 

დღის ამბები