სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში 23 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 100 რეჟისორის 125 ანიმაციური ფილმი აჩვენეს.
ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი, მეუფე ისაიას ინიციატივით, 2011 წელს დაარსდა და წლებია მსოფლიოს თანამედროვე ანიმაციური ფილმების ავტორებს, პრესტიჟულ მეგობარ ფესტივალებს და უბრალოდ კინოს მოყვარულებს აერთიანებს.