20 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
"შევაგროვეთ პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული საგნები, რომელიც გაიგზავნება გურიის რეგიონში"- ჰუმანიტარულ ტვირთს გურია, აჭარიდანაც მიიღებს

ჰუმანიტარულ ტვირთს გურია, აჭარიდანაც მიიღებს. ქართული ოცნების ბათუმის რაიონულმა ორგანიზაციამ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები უკვე შეაგროვა.

"გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა. აჭარის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბათუმი, ჩვენი რაიონული ორგანიზაცია და "ქართული ოცნების" გუნდი მხარში უდგას დაზარალებულ ოჯახებს. შევაგროვეთ პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული საგნები, რომელიც გაიგზავნება გურიის რეგიონში და მოხმარდება დაზარალებულ მოსახლეობას", - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

დღის ამბები