19 აგვისტო 2026,   05:31
ვრცლად
ადიდებულმა ხევმა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე, ადიდებულმა ხევმა ხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, შეზღუდულია მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

გზის აღდგენის სამუშაოები დილიდან დაიწყება. უკვე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა.

დღის ამბები