07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან. ადგილზე ეცნობიან ვითარებას და მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.

ამ ეტაპზე, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 600 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, თუმცა სტიქიის ზონაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათის და წიაღობნის 40 ოჯახს, ხოლო ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 731 აბონენტს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზის" ჯგუფები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მძიმე ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად მუშაობს.

დღის ამბები