22 აგვისტო 2026,   06:44
ვრცლად
ხორეთის ხიდთან დაკავშირებით, გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს - გურიის სახელმწიფო რწმუნებული

გურიაში, სტიქიის ეპიცენტრში უკვე მე-6 დღეა გეოლოგები მუშაობენ - ისინი წყალდიდობისგან და მეწყრისგან დაზიანებულ შენობებს სწავლობენ. ადგილზე კვლავ მუშაობს მძიმე ტექნიკა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პერიოდულად ხელს ცუდი ამინდი და განმეორებითი წყალმოვარდნები უშლის.

მიღებულია გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორეთში ახალი საავტომობილო ხიდის აშენების შესახებ, თუმცა მანამდე ადგილზე დროებით გზა მოეწყობა.

აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. რჩება წერტილოვანი შეზღუდვები ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.

ჩიხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის მოწყობა და გადაადგილება უახლოეს დღეებში აღდგება.

„მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა ლოკაციაზე. სამწუხაროდ, ხორეთის ხიდთან დაკავშირებით გავხდით ისეთი ფაქტის მომსწრე, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ეს საკითხები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს.

აუცილებლად, შესაძლოა მოკლე ვადებში, მოხდება ამ ხიდის აღდგენა. იქ საჭირო არის ახალი ხიდის მშენებლობა, ვინაიდან არსებული ხიდი სრულად მწყობრიდან არის გამოსული.

რაც შეეხება ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთს, უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს დღეებში გადაადგილება უსაფრთხოდ და თავისუფლად იქნება შესაძლებელი,“ - აცხადებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.

დღის ამბები