20 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
ეროვნულმა კინოცენტრმა, ოსკარზე წარსადგენად რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი "მოქალაქე წმინდანი" შეარჩია

მაღაროელების ქალაქში გაცოცხლებული წმინდანის ქანდაკების შესახებ ამბავი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე მიემგზავრება. ეროვნულმა კინოცენტრმა ოსკარზე გასაგზავნად რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი "მოქალაქე წმინდანი" შეარჩია. საქართველოს, საფრანგეთისა და ბულგარეთის ერთობლივ კინოსურათში, რომელიც სამ ქართულ ქალაქშია გადაღებული, მთავარ როლებს გია ბურჯანაძე, ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი და მარი კიტია ასრულებენ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი კინოცენტრის ჟიურიმ ოთხ ფილმს შორის შეარჩია. მოქალაქე წმინდანის პრემიერა ორი თვის წინ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. კინოსურათმა მოიპოვა ტალინისა და პალიჩის კინოფესტივალის პრიზებიც. რა შეფასებას მიიღებს ქართული ფილმი ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის დაჯილდოებაზე, ეს დაახლოებით, 5 თვეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები