გარემოს დამცველებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყიდან მოჭრილ 10 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხე-ტყეს საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
დატვირთული ავტომობილები დაილუქა და საჩხერის საქმიან ეზოში გადაიყვანეს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.