20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში ფრონტზე წინ მიიწევენ და ანდრიევკაზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინაში საჰაერო იერიშების გარეშე არც გასულ ღამეს ჩაუვლია. დრონების შეტევა რამდენიმე ოლქზე დაფიქსირდა. დაიბომბა ხერსონი. საავადმყოფოში გადაიყვანეს 2 მამაკაცი.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ დასახლებებიდან, რომლებიც ხშირად იბომბება, ბავშვების ევაკუაციას განხორციელდება.

საარტილერიო შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი ეკლესია, შედეგად დაიღუპა 1 მცირეწლოვანი და დაშავდა 6 მოქალაქე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 26-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი, დაფიქსირდა 150-ზე მეტი აფეთქება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში ფრონტზე კლიშჩივკას რეგიონში წინ მიიწევენ და ანდრიევკაზე კონტროლი დაამყარეს.

რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი ღამით არტილერიით დაბომბეს, შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო ობიექტი.

 

დღის ამბები