14 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებებისა და განგაშის სიგნალის ხმები ისმის, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ

ვითარება უკიდურესად დაძაბულია მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ზომების მიღება გამოაცხადა. სტეფანაკერტში აფეთქებების ხმა ისმის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქომ სომხეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რეგიონთან, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია დროებით განლაგებული, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ახორციელებენ ინტენსიურ იერიშს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბრძოლის ამსახველი კადრები. ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში აფეთქებებისა და განგაშის სიგნალის შესახებ წერს სომხური მედიაც. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომეხი მებრძოლების მიმართულებით, პროვოკაციული ნაბიჯები განახორციელა, რის შედეგადაც დაშავდა 2 აზერბაიჯანელი სამხედრო.

ბიბისი-ს ცნობით, 11 ადამიანი, მათ შორის აზერბაიჯანელი პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ ნაღმის აფეთქების შედეგად. სომხეთი საკუთარ მხარეს დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, წერს რომ შერჩეულია პრიორიტეტული სამიზნეები, რომლებიც ამჟამად ცეცხლის ქვეშაა. ამ დროისთვის უცნობია, სამოქალაქო ობიექტებიც არის თუ არა სამიზნეებს შორის, მაგრამ დარტყმები გრძელდება-წერს სომხეთის ეროვნული ასამბლეის წევრი.

საპასუხოდ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები, აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, არ უმიზნებენ მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. ევროკავშირი მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები