20 სექტემბერი 2024,   04:49
ვრცლად
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი დღეს უნდა შედგეს. არ არის გამორიცხული სხდომას ყოფილი პრეზიდენტი, დისტანციურად ჩაერთოს. პროცესზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია.

ამ კონკრეტულ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც - მათ შორის ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

 

დღის ამბები