20 სექტემბერი 2024,   04:11
ვრცლად
პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

პოლონეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მატეუშ მორავეცკის თქმით, ის ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს.

ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული დაძაბულობის ზრდის შემდეგ გადაიდგა. ვარშავამ კიევის ელჩი დავის ფონზე დაიბარა. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას კომენტარი გააკეთა, რომ ზოგიერთი ერი უკრაინის მიმართ მოჩვენებით სოლიდარობას მიმართავს. ვარშავამ დაგმო ზელენსკის განცხადება და აღნიშნა, რომ ეს პოლონეთის მიმართ გაუმართლებელია, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან მხარს უჭერდა.

პოლონური მხარის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვარშავამ კიევს 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია.

დღის ამბები