კასპმა ,,მუსიკალურ საღამოებს“ უმასპინძლა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა მირზა მოდებაძის, ირინა ბაირამაშვილისა და ჯგუფ ნიუვანის კონცერტი.
მანამდე კი, ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო საბავშვო- გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეებისთვის განკუთვნილი პავილიონები, სადაც ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეეძლო დამთვალიერებელს. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.