20 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ტრაგედია ბათუმში - დღეს დილით პლაჟზე 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ტრაგედია ბათუმში - დღეს დილით ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყლიდან ამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

გარდაცვლილი ტურისტი იყო. დაწყებულია ძიება.

დღის ამბები