26 დეკემბერი 2024,   21:59
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის ფაქტზე 1,6 წლით პატიმრობა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა. ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულიახმობს.

მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა, მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა. ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა: "ძალიან მთვრალი ვიყავი, ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით, ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.

დღის ამბები