30 წელი სოხუმის დაცემიდან. დილიდან პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან უკვე იმყოფებოდა პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ზუსტად 3 ათეული წლის წინ ამ ბრძოლით დასრულდა აფხაზეთში ომი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი განცხადებით, წარსულში აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთთან ღირსეული თანადგომა არის საწინდარი და მყარი ფუნდამენტი, რომელიც განაპირობებს შერიგებას.
"პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის რწმენას. მნიშვნელოვანი იმის აღნიშვნაც, რომ ომის სისასტიკესთან ერთად კარგად გვახსოვს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთთან ღირსეული თანადგომის, ადამიანი თანადგომისა და მხარდაჭერის, მეგობრობის მაგალითებიც, რომლებსაც მრავალი წლის მანძილზე მშვიდობიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების ისტორია აკავშირებდათ. სწორედ ეს კავშირები და ჩვენი ერთობა არის საწინდარი და მყარი ფუნდამენტიც, რომელზეც უნდა დავამყაროთ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც განაპირობებს შერიგებას და ამ სულისკვეთებით აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.