15 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა.

ლევან იოსელიანმა ენგურის ხიდზე კომენტარი გააკეთა და ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა.

იოსელიანმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დღეს არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სოხუმის დაცემის დღე. ამავე დროს, დღე, რომელმაც ბევრი რამ უნდა გვასწავლოს სამომავლოდ. პირველ რიგში უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას აფხაზებთან, როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ოსებთან. მგონი, ერთადერთი, როგორც შეიძლება თანაცხოვრება გვქონდეს ამ ხალხთან, არის მშვიდობა და ის გარემო, სადაც არ არის ომი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები