აჭარა "World Travel Awards"-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება. დღეს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და რომელი მათგანი აიღებს ჯილდოს.
"World Travel Awards"-ის ნომინაციებზე წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარი არის წარდგენილი.
ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.