06 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ტრამპმა სასამართლოზე მოსამართლე და პროკურორები გააკრიტიკა- მას ყალბი ფინანსური ანგარიშების გამოყენებაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, სამოქალაქო თაღლითობის საქმის სასამართლო პროცესის პირველ დღეს, მოსამართლე და პროკურორები გააკრიტიკა. ისინი ტრამპს მრავალწლიან თაღლითობაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც, მათი თქმით, ტრამპის ქონება 2 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.

ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ტრამპი 2011 წლიდან 2021 წლამდე ყალბი ფინანსური ანგარიშების გამოყენებაში დაადანაშაულა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ტრამპს თაღლითობისთვის 250 მილიონ დოლარის ჯარიმა აქვს გადასახდელი.

დღის ამბები