კახეთში, ჭიკაანში მომხდარ მკვლელობაზე, პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, მას გამოძიება 2 პირის განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.