06 ოქტომბერი 2024,   20:03
ვრცლად
მორიგი სარაკეტო იერიში ხარკოვზე - დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 თვის ბავშვი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხარკოვზე დილით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები. თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

გუშინ, ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზო დაბომბეს. რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც მაღაზია და კაფე იყო განთავსებული. დაიღუპა 51 ადამიანი, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონისა და ჩერკასის ოლქებში.

დღის ამბები