ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ვახტანგ გომელაურს და გიორგი ბუთხუზს, დანაყოფების ხელმძღვანელებმა კვარტალური ანგარიში წარუდგინეს.
სამუშაო თათბირზე, განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის საკითხი.
ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, ტექნიკის, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას.