15 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში - შარლ მიშელი

ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს.

„მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში“, – წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

დღის ამბები