ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის "ალფა“ ქვეითმა ასეულმა, სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.